მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო: “იუვენტუსი”? ვიმედოვნებ, რომ სანჩესი კიდევ დიდი ხანი ითამაშებს “ბარსელონაში”

ტიტო: “იუვენტუსი”? ვიმედოვნებ, რომ სანჩესი კიდევ დიდი ხანი ითამაშებს “ბარსელონაში”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, ალექსის სანჩესის “იუვენტუსში” გადასვლის შესახებ. იტყობინება ესპანური წყარო. 

 

“სანჩესი კარგ მდგომარეობაშია და მას საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან. მე ვიმედოვნებ, რომ ეს ფეხბურთელი კიდევ დიდი ხანი ითამაშებს კატალონიის “ბარსელონაში” – ციტირებს ვილანოვას სიტყვებს ESPN Espana.

 

შეგახსენებთ, რომ სანჩესი “ბარსელონაში” 2011 წელს გადმოვიდა “უდინეზედან” 26 მილიონ ევროდ. “ბლაუგრანას” მაისურით ჩილელმა 56 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში