კაპაროსი: “არ ვაპირებ პუბლიკური ანალიზი გავაკეთო “მალიორკას” მარცხზე”

კაპაროსი: “არ ვაპირებ პუბლიკური ანალიზი გავაკეთო “მალიორკას” მარცხზე”

ესპანური “მალიორკას” მთავარი მწვრთნელი, ხოაკინ კაპაროსი უკმაყოფილოა “ბარსელონასთან” მარცხით (2:4), ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურის მატჩში. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ კაპაროსის შეგირდებმა შეხვედრა 2:4 დათმეს, ეს იყო “მალიორკას” ზედიზედ მე-6 მარცხი. 

 

“მე არ ვაპირებ პუბლიკური ანალიზი გავუკეთო ამ მარცხს. ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა. ერთადერთი რეალობა ის არის, რომ ჩვენ ქულები გვჭირდება რადგან შევწყვიტოთ ეს ნეგატიური დინამიკა. სხვა დანარჩენს კი ფეხბურთელებთან ერთად განვიხილავ. ამ მატჩის შემდეგ ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ პირველ ტაიმში ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც მთავარია ამ შეცდომას საკუთარ ნახევარზე ვუშვებდით, რამაც გუნდი იძულებული გახადა საკუთარ კარს მისჯაჭვოდა. ასეთ მეტოქესთან მატჩში უბრალოდ ძალიან ძნელია გაკვირვებული იყო. ჩვენ მთელი კვირა ვემზადებოდით ამ თამაშის ასპექტში, მაგრამ ვერ მოვასწარით.” – დაასრულა კაპაროსმა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი