workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდმა ღამე მალიორკაში გაატარა

გუნდმა ღამე მალიორკაში გაატარა

 

გუშინ “ელ პრატის” აეროპორტი გუნდმა 19:30 საათზე დატოვა და ამჟამად ფეხბურთელები მალიორკაში იმყოფებიან. იმის გამო, რომ ესპანეთის დროით შეხვედრა დღეს, 17:50 საათზე იწყება სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ წინა დღით ადგილზე ჩასვლა და გუნდის იქ დასვენება უმჯობესი იქნებოდა.

 

გუნდის დელეგაციას უძღვებოდნენ კლუბის დირექტორები, რამონ ვიდალ–აბარკა და პილარ გიუნოვარტი. ვიცე–პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერი გუნდს ადგილზე დახვდა, რადგან პარასკევს მას შეხვედრა ჰქონდა კლუბის მხარდამჭერებთან.

 

ჩაფრენისთანავე გუნდი სასტუმრო “Hotel Meliá de Mar”–ში დაბინავდა, სადაც ფეხბურთელები შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ.

 

სურათები:


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward