კატალონიური “ბარსელონას” ფეხბურთელმა, დანი ალვესმა კომენტარი გააკეთა მესისა და ვილიას შორის მომხდარ კონფლიქტზე.
“ სტადიონზე გლაზგოში გულშემატკივარი ძალიან ხმაურობდა და აუცილებელი იყო ხმის აწევა, რომ ვინმეს გაეგო შენი ხმა. მადრიდული პრესა კარგად მუშაობს. ეს ხომ კარგად იყიდება. ადრე საუბრობდნენ კრიშტიანო რონალდოს საქციელზე, რადგან მალე დაჯილდოვდება რომელიმე ფეხბურთელი “ოქროს ბურთით”. ვფიქრობ, რონალდო და მესი არ განსხვავდებიან მოედანზე მოქცევით. რონალდო ვერ თამაშობს ფეხბურთს ისე კარგად, როგორც ამას ლეო აკეთებს.”
“რა თქმა უნდა ნეიმარი საკუთარ გუნდში ყველას სურს. არ ვიცი ინტერესდება თუ არა ჩვენი კლუბი ამ ფეხბურთელით, ან აპირებენ თუ არა მის გადმოყვანას, მაგრამ ფაქტია, მინდა, რომ ის ჩვენ გუნდში იყოს, რადგან ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, ასევე ის ძალიან გააძლიერებს ჩვენს გუნდს” – დაასრულა ალვესმა.



