workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
“სელტიკი” – “ბარსელონა”. სონგი მატჩის წინ

“სელტიკი” – “ბარსელონა”. სონგი მატჩის წინ

 

ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, რადგან ამ სტადიონზე გვიწევს თამაში, რომელზეც შესანიშნავი ატმოსფეროა. ზუსტად ამიტომ უნდა ვითამაშოთ კარგი თამაში და გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭოთ“. ალექს სონგმა იცის, თუ რას ნიშნავს “სელტიკ პარკზე” თამაში, სტადიონზე, სადაც გულშემატკივრები დიდ როლს ასრულებენ. კამერუნელმა “არსენალთან” ერთად 2009 წელს ითამაშა ამ სტადიონზე.

 

მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ალექს სონგს ესმის, რომ გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ასპარეზობას ინაღდებს: “ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩვენთვის, ამიტომაც ძალიან დიდი ყურადღებით ვიასპარეზებთ, რათა 3 ქულის აღება შევძლოთ“.

 

“ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ”

 

“ბარსელონამ” პირველი რთული ტესტი ორი კვირის წინ, “ნოუ კამპზე” “სელტიკთან” მატჩში გაიარა: “მათ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს. ისინი ძალიან კარგად იცავდნენ თავს და ასრულებდნენ კონტრ–შეტევებს. ჩვენ არ შეგვიძლია მათ თამაშზე ყურადღების გადატანა, ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ არ შევცვლით სტილს. შევეცდებით ბურთის გაკონტროლებას და სწრაფად გათამაშებას“.

 

ვილანოვა ენდობა სონგს

 

სერხიო ბუსკეტსი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს ამ შეხვედრას, ამიტომაც ალექს სონგი ძირითად შემადგენლობაში იქნება. კამერუნელმა განაცხადა, რომ კლუბში მოსვლის შემდეგ მას ტიტო ვილანოვამ ბევრი რამ ასწავლა: “მე ვცდილობ ჩემი თამაშის ყველა ასპექტის გაუმჯობესებას და ნელ–ნელა ვიღებ ნდობას“. ბოლოს სონგმა დაამატა, რომ მოხარული იქნება, თუკი ყველა მატჩში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა “ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ სტილში თამაში გავაგრძელოთ და თამაშები მოვიგოთ“.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward