”ალავესი” – ”ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

”ალავესი” – ”ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

სამეფო თასის 1/16 ფინალში ”ალავესთან” 0:3 გამარჯვების შემდეგ ტიტო ვილანოვამ საკუთარი ფეხბუთელები ხასიათის გამოჩენის გამო შეაქო, რომლებიც 90 წუთი თავდადებით თამაშობდნენ: ”ამ ფეხბურთელებს ყველაფერი აქვთ მოგებული. ისინი ჩამოვიდნენ აქ და სრული დატვირთვით ითამაშეს მესამე დივიზიონის გუნდთან. ამ ტურნირის პირველ ეტაპზე ფრთხილად უნდა იყო. ფეხბურთელებმა ძალიან სერიოზული შეხვედრა ჩაატარეს”.

 

”რაუნდი არ დახურულა”

 

ტიტომ ვილანოვამ ”ნოუ კამპზე” გასამართი შეხვედრის წინ 3 ბურთიან უპირატესობაზე ისაუბრა: ”სანამ მეორე შეხვედრა არ დასრულდება ეს რაუნდი არ დასრულებულა. განმეორებით შეხვედრას ჩვენ იგივე შემართებით უნდა შევხვდეთ”. ”ალავესის” შესახებ ტიტომ განაცხადა: ”მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ყოველთვის იცოდნენ რას აკეთებდნენ და ყოველთვის შეხვედრაში იყვნენ. თამაშს კი სრულად ჩვენ ვაკონტროლებდით”.

 

ვილანოვამ 3 კვირიანი უქმობის შემდეგ დანი ალვესს დაბრუნება მიულოცა: ”მან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ფეხბურთელები ფიზიკურად მზად არიან”. მწვრთნელმა სერხი რობერტოზეც გააკეთა კომენტარი: ”მას პირველ გუნდში თამაშის პრობლემა არ ექნება. ის ყოველ შეხვედრაში ძალიან დამაჯერებელია. ”ბარსას” მომავალი წლებისთვის შესანიშნავი მოთამაშე ჰყავს”.

 

ბოლოს მან ვილიაზე ისაუბრა: ”მე მისთვის მეტი სათამაშო დრო უნდა მიმეცა, თუმცა ის დაიღალა ”ალავესის” მცველებთან ჭიდილისას, ამიტომაც სათამაშო დრო კრისტიან ტელიოსაც მივეცით”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward