სამეფო თასის მფლობელი უკვე ვიტორიაში იმყოფება, სადაც დღეს, 22 საათზე ”ალავესს” დაუპირისპირდება. თვიმფრინავი, რომელმაც ”ელ პრატის” აეროპორტი 11:30 საათზე დატოვა ალავას დედაქალაქში 12:15 საათზე დაეშვა.
ტიტო ვილანოვა ვიტორიაში 16 ფეხბურთელთან ერთად ჩაფრინდა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ამ შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცემა 5 ფეხბურთელს (ვიქტორ ვალდესი, ჟორდი ალბა, ჩავი ერნანდესი, ლეო მესი, პედრო როდრიგესი).
როსელი დელეგაციის სათავაში
”ბარსელონას” დელეგაციას კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი ლიდერობდა. გუნდს თასის შეხვედრაში ასევე გაამხნევებენ დირექტორი, ჟოან ბლადე და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. 14:30 საათზე კლუბის დირექტორების სადილი შედგება.
სურათები:
