მადრიდის ”რეალის” ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.
”ჩვენი მიზანი ”ბარსელონაზე” დაწევაა, რაც ჩვენ მოტივაციას გვიმატებს. ლა ლიგაში გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ამჟამად ჩვენზე წინ 2 გუნდია – ”ბარსელონა” და მადრიდის ”ატლეტიკო”, ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ”მალიორკასთან” გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გასვლით შეხვედრაში ჩვენ შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ” – სერხიო რამოსის სიტყვებს ”Marca” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას ”ბარსელონა” და მადრიდის ”ატელტიკო” 25-25 ქულით ლიდერობენ, მე-3 პოზიციაზე ”მალაგა” იმყოფება, რომელსაც 18 ქულა აქვს. მადრიდის ”რეალი” კი მე-4 პოზიციას 17 ქულით იკავებს.