”ალავესი” – ”ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

”ალავესი” – ”ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

”ბარსელონა” სამეფო თასის 1/32 ფინალურ შეხვედრას ტიტოს განცხადებით ”სრული სერიოზულობით მოეკიდება. ამ ტურნირს მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ. ამ შეხვედრისთვის შესაძლო საუკეთესო შემადგნელობას დავაყენებ, რათა კარგ შედეგს მივაღწიოთ. ამ შეხვედრას ისე არ ვუყურებ, რომ იმ ფეხბურთელებმა მიიღონ სათამაშო დრო, რომლებსაც ბევრი წუთები მოედანზე არ ეძლევათ. მიუხედავად ამისა ჩვენ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ასევე სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ის 5 ფეხბურთელი, რომლებიც ყველაზე მეტად იტვირთებიან ამ შეხვედრაში დაისვენებენ” – განაცხადა ტიტომ.

 

ვილანოვამ ასევე აღნიშნა, რომ ”მენდიზოროზა” სათამაშოდ კარგი სტადიონია, მან ასევე ”ალავესის” დაცვა შეაქო: ”მე ძალიან კარგად ვიცნობ მათ მწვრთნელს და ვიცი როგორ მუშაობს ის. ”ალავესმა” ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. ეს ნიშნავს, რომ მათი დაცვა კარგად მუშაობს და ორგანიზებულია”.

 

”ბარსას” კარგი ფორმა

 

როდესაც მწვრთნელს გუნდის კარგ სტარტზე შეეკითხნენ მან განაცხადა, რომ ”ამჟამად კარგ ფორმაში ვიმყოფებით, თუმცა სეზონი ახალი დაწყებულია. ბედნიერი ვარ, რომ აქ დავიბადე. ვიცი, რომ ყველა ის შექება, რომელიც მივიღეთ შეიცვლება, როცა წაგებას დავიწყებთ. მე არ ვღელავ, ამას ბავშვობიდან ვხედავ. სტატისტიკურად ჩვენ ახლოს ვართ თამაშის წაგებასთან, ვიდრე მოგებასთან”.

 

მესი და ინიესტა – უკვე განუმეორებლები

 

ლეო მესიზე და ანდრეს ინიესტაზე საუბრისას ტიტომ აღნიშნა, რომ მათი მსგავსი ფეხბურთელის ხილვა მომავალში რთული იქნება. არგენტინელზე მან განაცხადა: ”მე დარწმუნებული ვარ, რომ მის მსგავს ფეხბურთელს ვეღარ ვიხილავთ. არა მხოლოდ გატანილი გოლების გამო, არამედ თამაშის ხედვისთვის. მან ”რაიოსთან” შეხვედრაში 89-ე წუთზე 35 მეტრი გაირბინა, რათა დაცვას დახმარებოდა”. როცა ტიტოს ინიესტაზე შეეიკითხნენ თქვა, რომ ის მისაბაძი მაგალითია: ”ის ლა მასიაში ჩამოყალიბებული ფეხბურთელის მაგალითია. ანდრესმა უმაღლესს დონეს მიაღწია”.

 

მწვრთნელი ჩიკი ბეგირისტანის ”სიტიში” დანაშვნასაც გამოეხმაურა: ”ვულოცავ ”სიტის” ჩიკის დანიშვნას. მას გაწეული სამუშაოსთვის ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ”ბარსელონას” მიღწევები მისი მიღწევებიცაა. ბევრი ტიტული მისი და პეპ გვარდიოლას დამსახურებით მოვიგეთ”. ტიტომ ასევე აღნიშნა, რომ პიკეს დაბრუნებამდე ცოტა დრო დარჩა: ”ის კარგად იღდგენს ფორმას. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ამჟამად მისი არ თამაში არა ტკივილზე, არამედ ფიზიკურ ფორმაზეა დამოკიდებული”. 

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward