”ბარსამ” გამარჯვების შემდეგ კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი გაიმეორა – 8 გამარჯვება და 1 ფრე. ”27 ქულიდან 25-ის აღება ადვილი არ არის. რამდენიმე შეხვედრაში ქულების დაკარგვის შესაძლებლობა იყო, თუმცა გუნდმა ბოლო წუთამდე იბრძოლა და დაიმსახურა გამარჯვებები” – განაცხადა ტიტომ, რომელმაც ასევე დაამატა, რომ გუნდს ბევრი აქვს მოსამატებელი.
მოხიბლულია ”ბარსას” დაცვით
გამარჯვების შემდეგ ტიტომ გუნდის დაცვის ხაზი შეაქო: ”მნიშვნელოვანია გამარჯვების მოპოვება და გოლის არ გაშვება. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ ისინი დიდ ზეწოლას მოახდენდნე ცენტრალურ მცველებზე, ამიტომ იქ სერხიო განვამწესეთ. სონგმა გასულ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშა ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასეთივე იყო ის ამ შეხვედრაშიც”.
შექება ”რაიოს”
ტიტომ აღნიშნა, რომ ფინალური ანგარიშის მიუხედავად თამაში ადვილი არ იყო: ”ისინი ძალიან გაბედულები არიან. ვიცოდით, რომ ადვილი შეხვედრა არ გველოდა, რადგან ისინი თამაშის საშუალებას არ გაძლევენ. ჩვენ სწრაფად ვმოქმედებდით და შეხვედრის ბოლომდე ბურთზე კონტროლი არ გვქონდა დამყარებული. როცა 0:2 გახდა ანგარიში გუნდი უფრო გაბედული გახდა. მეტოქეს გაბედულ თამაშს ვულოცავ”.
მესი, ვილია, ადრიანო და დოს სანტოსი
ტიტომ კონკრეტული მოთამაშეებიც გამოყო. არგენტინელი, რომელმაც 2 გოლი გაიტანა ტიტომ შეაქო საგოლე ალღოს და გუნდური სულისკვეთების გამო: ”ჩვენ კვლავ გვანცვიფრებს ლეო, 89 წუთზე მან 30 მეტრი გაირბინა, რათა დაცვას დახმარებოდა, როცა ანგარიში 0:5 იყო”. დავიდ ვილაიზე, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა ტიტომ განაცხადა: ”მას ჭირდება რითმში ჩაჯდომა და სათამაშო დრო მოედანზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ და ესპანეთის ნაკრები მის დაბრუნება კარგად ვუდგებით, ის ყოველ დღე უკეთესი ხდება”.
მწვრთნელმა ასევე შეაქო ადრიანო, რომელიც ცენტრალურ მცველად თამაშობდა: ”მან დიდებული მატჩი ჩაატარა. როცა ფეხბურთელი ფორმაშია, მაშინ ყველაფერი ადვილად გამოდის. მას ორი ისეთი თვისება აქვს, რაც დაცვის ცენტრში თამაშის საშუალებას აძლევს”. ბოლოს მწვრთნელმა დოს სანტოსზე გააკეთა კომენტარი, რომელსაც მიმდინარე სეზონში დებიუტი ჰქონდა: ”სიმართლე გითხრათ ყოველ დღე მისი ვარჯიშის ყურება სასიამოვნოა. რთულია იმ პოზიციაზე სათამაშო დროის მიღება, სადაც ის თამაშობს, თუმცა მას ვენდობი”.



