workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუტი: “მე ვისურვებდი მესი “რეალში” მეხილა”

გუტი: “მე ვისურვებდი მესი “რეალში” მეხილა”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ, რომელმაც კარიერა უკვე დაასრულა არგენტინელ ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა. მან ასევე კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიოზე და კრიშტიანუ რონალდუზე. 

 

“მე ოქროს ბურთს მესის გადავცემდი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის “ბარსელონაში” თამაშობს. მე ვისურვებდი იგი “რეალში” მეხილა. 

 

კრიშტიანუ რონალდუ – ის მადრიდში მთავარი ფიგურაა. ის “რეალის” ძირითადი ფეხბურთელია, არცთუ ისე დიდი ხნის წინ იგი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფებოდა. მას ბევრი სიყვარული უნდა აჩუქო და ამის შემდეგ იქნება ბედნიერი.

 

მოურინიო ? მე ძალიან მიყვარს იგი, მაგრამ ესიენის მარცხენა მცველის პოზიციაზე დაყენება ეს შეცდომა და უნდობლობაა კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ” – ციტირებს გუტის სიტყვებს Goal.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში