მახაჭკალის ”ანჟის” თავდამსხმელმა, სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ მას ”ბარსელონას” ნახევრამცველთან, ალექს სონგთან ცუდი ურთიერთობა არ აქვს.
”ჩემსა და სონგს შორის არავითარი კონფლიქტი არ არის. უბრალოდ მე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვარ, ხოლო ალექს სონგი კამერუნის საუკეთესო მოთამაშეების სიაშიც ვერ შედის” – სამუელ ეტო’ოს სიტყვებს ”Football Espana” ციტირებს.
შეგახსნებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამუელ ეტო’ოს და ალექს სონგს შორის კამერუნის ნაკრებში კონფლიქტი მოხდა.



