დანი ალვესმა თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, მადრიდის ”რეალთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ის ფებხურთელები, რომლებიც ”სელტიკთან” გამართულ ტრილერში მონაწილეობდნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს მოთამაშეები, ტელიო, კა, მასიპი და კვინტილა მონაწილეობდნენ.
თავის მხრივ ბოლო დღეების მსგავსად მოედანზე, თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა კარლეს პუიოლი.
გუნდი ხვალ დაისვენებს. ვარჯიში კი პარასკევს განახლდება. გუნდი შაბათს, ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში გასვლაზე ”რაიო ვალეიკანოს” დაუპირისპირდება.
სურათები:


