ის, რომ ჟორდი ალბას ადაპტაცია ადვილი იქნებოდა ჩვენ ვიცოდით. იმის გათვალისწინება, რომ ”ბარსელონას” რიგებში ის მე-11 შეხვედრაში მოახერხებდა გოლის გატანას, თანაც მისი პოზიციის გათვალისწინებით, ნამდვილად რთული სავარაუდო იყო. ”დეპორტივოსთან” მატჩის დასაწყისში სესკის შესანიშნავმა გადაცემამ ”ბარსას” 18 ნომერს ბომბარდირებში დებიუტის საშუალება მისცა. ეს გოლი ძალიან გავდა მის მიერ ესპანეთის ნაკრებში გატანილ ბურთებს: პირველი მან ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა იტალიასთან (0:4), ხოლო მეორე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ”ბელარუსიასთან” (0:4).
ყველაზე სწრაფი გოლი
ამგვარად ჟორდი ალბა ბომბარდირთა სიაში შევიდა, სადაც 10 მოთამაშე იმყოფება. მესიმ, ვილიამ , სესკმა, პედრომ, ჩავიმ, ადრიანომ, ტელიომ, ალექსისმა, პუიოლმა და ალბამ 33 გოლის გატანა 12 შეხვედრაში მოახერხეს. ალბას გოლი კი ამ 33 ბურთიდან ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა, რომელმაც ”რეალ სოსიედადთან” კარლეს პუიოლის მაჩვენებელი გააუმჯობესა.
ლატარელებმა ფორმა აკრიფეს
აღსანიშნია ისიც, რომ გუნდის ლატარელებმა მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი ჩაიწერეს საკუთარ აქტივში. ალბას გოლი ”რიასორზე” ემატება ადრიანოს გოლებს ”ვალენსიასთან” (1:0) და ”ხეტაფესთან” (1:4). ყველა ეს გატანილი გოლი შეხვედრაში პირველი იყო.


