კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ “დეპორტივოსთან გამარჯვების შემდეგ (5:4), მესი საავადმყოფოში გაემგზავრა სადაც ქვეყანას მისი შვილი უნდა მოვლენილიყო.
“ახლა მესი საავადმყოფოში გაემგზავრა კარგი მიზეზის გამო. შვილთან შეხვედრა – ეს მუდამ სასიამოვნო ამბავია” – განაცხადა სუბისარეტამ.
“გუნდი ძალიან გადაიღალა, მაგრამ ბიჭები ბედნიერნი არიან. ვფიქრობ, რომ არბიტრმა ზედმეტად ბევრი ბარათი გამოიყენა, მაგრამ ის მართალია როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს.
ვიდეო პეპეზე ? ჩვენ არასდროს არ განგვიხილავს ასეთი ვიდეოს შექმნის შესაძლებლობა. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ პეპე არასდროს არ ყოფილა “ბარსელონას” ინტერესებში და აქ შესაძლო გადმომსვლელთა სიაში. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია” – დაასრულა სუბისარეტამ.
