მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა

მესი ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, არგენტინელი ლიონელ ანდრეს მესი ესპანეთის პრიმერად დივიზიონის ბომბარდირთა სიაში გალიდერდა, ეს კი იმ ჰეთ-ტრიკის დამსახურებაა, რომელიც არგენტინელმა მე-8 ტურში “დეპორტივოსთან” შეასრულა (5:4). 

 

ახლა მესის აქტივში 11 გოლია ესპანეთის 2012/2013 წლის სეზონში. მესიმ გატანილი 11 გოლიდან მხოლოდ ერთი პენალტი გაიტანა, უახლოესმა მდევარმა, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ 9 გოლს მოუყარა თავი (აქედან 4 პენალტით), მესამე ადგილს კი კოლუმბიელი ფეხბურთელი, მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი რადამელ ფალკაო იკავებს 8 გოლით (აქედან 4 პენალტი). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში