კატალონიური კლუბი მზადაა იმისთვის, რომ მის ლიდერს ახალი, 5 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს.
მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ არ არის ლეო მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი საჩქარო კატალონიური რადიო ”RAC 1” იტყობინება, რომ ”ბარსელონა” ლეოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის სათანადო დროის დადგომას ელოდება.
ასეთი დღე კი 2013 წლის 30 ივნისს დადგება, რადგან ფიფა კლუბებს ფეხბურთელებთან მაქსიმუმ 5 წლიანი ხელშეკრულების გაფორმების უფლებას აძლევს.