4 დღიანი დასვენების შემდეგ ”ბარსელონას” პირველმა გუნდმა ”დეპორტივოსთან” მატჩისთვის მზადება განაახლა. სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული ფეხბურთელების არყოფნის გამო სესიაზე მხოლოდ ჯონათან დოს სანტოსი იმყოფებოდა, რომელიც ”ბარსა ბ”-სთან ერთად ვარჯიშობდა. ხოსე მანუელ პინტო წინა კვირის მსგავსად დარბაზში, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. სპეციალურ აღდგენით ვარჯიშებს ასრულებდნენ დარბაზში ერიკ აბიდალი (რომელიც გასულ კვირას ვალ დარანის პარკში ვარჯიშობდა), ტიაგო, პუიოლი, პიკე, ალვესი და კუენკა.
წინა კვირისგან განსხვავებით დღევანდელ სესიაზე არ იმყოფებოდა ანდრეუ ფონტასი, რომელიც ”ბარსელონამ” 2013 წლის 30 ივნისამდე ”მალიორკაში” გაანათხოვრა.
ფეხბურთელების მოლოდინში
ხვალინდელ ვარჯიშზე გუნდს სანაკრებო შეხვედრებზე გამოძახებული ფეხბურთელების უმეტესობა დაუბრუნდება. სამხრეთ ამერიკაში მყოფი ფეხბურთელები გუნდს ხუთშაბათს შეუერთდებიან. ამგვარად ტიტო ვილანოვა გუნდს შაბათს, ”დეპორტივოსთან” გასამართი შეხვედრისთვის ამზადებს.