”მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია ”ბარსელონას” ჩამშლელი ნახევარმცველით, სერხიო ბუსკეტსით.
აღსანიშნია ისიც, რომ ინგლისელები ესპანელი ნახევარმცველით პირველად არ ინტერესდებიან. მათ ადრეც სცადეს ახალგაზრდა მოთამაშესთან საერთო ენის გამონახვა. ”მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის პრობლემა მოედნის ზუსტად ამ ნაწილშია, ამიტომაც მის პრობლემას ბუსკეტსის შეძენა მოაგვარებდა.
თუმცა უკვე ყველა მიიჩნევს, რომ საქმე კონკრეტულ მოლაპარაკებამდე არც მივა. კატალონიელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ტიტო ვილანოვასთვის სერხიო ბუსკეტსის მნიშვნელობა იმაზე დიდია, ვიდრე რობერტო მანჩინი ფიქრობს.



