პიკეს ”დეპორტივოსთან” მატჩისთვის ელიან

პიკეს ”დეპორტივოსთან” მატჩისთვის ელიან

 

კატალონიურ კლუბში უკვე ლა ლიგის განახლებაზე ფიქრობენ. ”ბარსელონა” პრიმერას მე-8 ტურში გასვლით შეხვედრას, ლაკორუნიის ”დეპორტივოსთან” გამართავს.

 

იმ დროს, როცა გუნდის ფეხბურთელების უმრავლესობა სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა ”დეპორტივოსთან” მატჩზე ფიქრობს. მოსალოდნელია, რომ გუნდში არსებულ დაცვის საკადრო პრობლემას ხერარდ პიკეს დაბრუნება გამოასწორებს. ესპანელი მცველი 1 კვირაში თამაშისთვის სრულად მზად იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ პიკემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მოსკოვის ”სპარტაკთან” მიიღო. გუნდის ლაზარეთში იმყოფებიან დანი ალვესი, კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, მარკ მუნიესა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი