კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში “ბენფიკასთან” იდაყვი ამოიგდო იმედი აქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდება.
ეს ყველაფერი 34 წლის ფეხბურთელმა საკუთარ თვითერზე დაწერა :“მოგესალმებით! დღეს, ისევე როგორც ადრე მზე ანათებს, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.
მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც პორტუგალიაში მხარს მიჭერდა ვუთხრა, რომ მალე დავბრუნდები ფორმის პიკში” – დაწერა პუიოლმა.
აქვე შეგახსენებთ რომ პუიოლი 6-დან 8-კვირამდე იუქმებს.

