”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში იდაყვი ამოიგდო მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებს.
შეგახსეებთ, რომ გუშინდელი მატჩის 75-ე წუთზე კარლესი კუთხურის დრო შეტევაში ჩაერთო. ნახტომის შემდეგ კაპიტანი მთელი ძალით დააწვა მარცხენა ხელის იდაყვს, რამაც მისი ამოგდება გამოიწვია.
ამგვარად კარლეს პუიოლი გამოტოვებს 7 ოქტომბერს გასამართ ელ კლასიკოს. ამას გარდა კაპიტანი მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ”სპარტაკის” წინააღმდეგ, რომელიც 20 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლმა მიმდინარე სეზონში უკვე მესამე დაზიანება მიიღო.

