მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ საკუთარი კლუბის კოლუმბიელ გოლეადორზე, რადამელ ფალკაოზე ისაუბრა.
– ახლა ბევრი მოიაზრებს ფალკაოს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად…
– “გეთანხმებით. ფალკაო საუკეთესო თავდამსხმელია მსოფლიოში, ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, ეს ისედაც ცხადია.
მე მას არც მესიზე გავცვლიდი და არც კრიშტიანუ რონალდუზე, ფალკაო საუკეთესოა. ბევრს სურდა მისი გადაბირება, თუმცა ფალკაო “ატლეტიკოში” თამაშობს, რითაც ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ” – განაცხადა სერესომ AS-თან ინტერვიუში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფალკაოს გამოსასყიდი თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე ჩემპიონატში ფალკაომ 5 თამაშში 7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიას ლიდერობს.

