გუნდის თვითმფრინავი შუადღით ლისაბონში დაეშვა მას შემდეგ, რაც 11:30 საათზე ბარსელონას აეროპორტი დატოვა. გუნდი ერთ საათიანი ფრენის შემდეგ ლისაბონში დაეშვა, სადაც 20 გრადუსი ტემპერატურა არის.
გუნდის დელეგაციას ახლავს გუნდის პრეს-მდივანი, ტონი ფრეიშა, დირექტორები, ხავიერ ბორდასი და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. პრეზიდენტი სანდრო როსელი და დირექტორი, ხორდი მოიქსი პორტუგალიაში ხვალ ჩავლენ.
მატჩის წინა მზადება
ტიტო ვილანოვამ ლისაბონში 21 ფეხბურთელი წაიყვანა, მათ შორის კარლეს პუიოლი, ადრიანო კორეია და ანდრეს ინიესტა. ჩაფრენისთანავე ფეხბურთელები სასტუმრო ”Pestana Palace”-ში დაბინავდნენ.
”ბარსელონა” დღეს 19 საათზე ”ბენფიკას” სტადიონზე ვარჯიშის გამართავს. ვარჯიშამდე პრეს-კონფერენციას ტიტო ვილანოვა და ”ბარსელონას” ერთ-ერთი ფეხბურთელი გამართავს.
სურათები:
