– ტიტო ვილანოვამ გუნდს პრიმერას სტარტზე ზედიზედ 6 შეხვედრაში მოაპოვებინა გამარჯვება, რითაც მან გაიმეორა ბელამის, კრუიფის და გვარდიოლას მიღწევები. თუკი ”ბარსა” კლასიკოში გაიმარჯვებს, მაშინ ახალი რეკორდი დამყარდება.
– მატჩის მიწურულს გატანილი 2 გოლის შემდეგ მიმდინარე სეზონში 17 გატანილი ბურთიდან გუნდს 9 გოლი შეხვედრის ბოლო 15 წუთში აქვს გატანილი.
– ბუსკეტსმა გუშინ ”ბარსელონას” რიგებში მე-200 შეხვედრა გამართა, აქედან 150 შეხვედრა (75%) მას მოგებული აქვს.
– სესკ ფაბრეგასმა გუშინდელ შეხვედრაში 8 თვის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა, მოგვიანებით მან მეორეც დაამატა.
– ”სანჩეს პისხუანზე” ბოლო 6 შეხვედრიდან გუნდმა 4 გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
– გუნდმა კვლავ მოახერხა მატჩის ბედის შემოტრიალება, ეს სეზონში მე-4 შემთხვევაა. წინა მატჩებიდან განსხვავებით გუნდი 2 ბურთი სხვაობით მარცხდებოდა.
– ბოლოს გუნმა 2 ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა და მატჩის მოგება 1996 წლის 29 სექტემბერს შეძლო, როცა ”სარაგოსა” 5:3 დაამარცხა.
– ”ბარსას” არასდროს ჰქონდა მოგებული შეხვედრა მას შემდეგ, რაც 88-ე წუთზე მარცხებოდა.
– 4 მცველიდან სამმა, ალვესმა, სოგმა და მასკერანომ მეტოქეს ბურთი ყველაზე მეტჯერ აართვეს, თითოეულ მათგანს 13 ართმევა დაუგროვდა.
– მიჩელს ”ბარსას” წინააღმდეგ 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ყველა მათგანში ის დამარცხდა.



