გუნდი სევილიაშია

გუნდი სევილიაშია

 

გუნდი უკვე სევილიაში იმყოფება. ცუდი ამინდის გამო თვითმფრინავი სევილიაში 40 წუთის დაგივანებით ჩაფრინდა. ანდალუსიაში ფეხბურთელები 13 საათზე ჩავიდნენ. შეხვედრა 22 საათზე იწყება, მანამდე კი გუნდი სასტურმოში დაისვენებს.

 

18 ფეხბურთელით

 

ტიტო ვილანოვამ ”სევილიასთან” მატჩისთვის 18 ფეხბურთელი წაიყვანა. ტრავმის გამო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ადრიანო კორეია. ასევე ტრავმირებულები არიან პუიოლი, ინიესტა, პიკე, კუენკა, აბიდალი და მუნიესა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ბარსელონაში დარჩნენ ანდრეს ფონტასი და ჯონათან დოს სანტოსი.

 

”სევილიასთან” მატჩისთვის გუნდის დირექტორები, ტონი ფრეიშა, სუსანა მონჩე, პილარ გიუნოვარტი და ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა, ასევე სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა გაჰყვნენ.

 

სურათები:


გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია