უძლიერესი დაცვის მქონე გუნდი ელოდება ”ბარსელონას”

უძლიერესი დაცვის მქონე გუნდი ელოდება ”ბარსელონას”

 

”ბარსელონას” შაბათს რთული შეხვედრა ელოდება ”სანჩეს პისხუანზე”. ტიტო ვილანოვა და მისი გუნდი ”სევილაის” დაუპირისპირდება, გუნდს, რომელსაც 2012/13 წლის სტარტი ძალიან კარგი აქვს. მიჩელის გუნდს პრიმერაში მარცხი არ განუცდია და ისინი ამჟამად ევროპა ლიგის ზონაში იმყოფებიან (მე-5 ადგილზე).

 

გადაულახავი კედელი

 

გასულ კვირას ”გრანადას” მეკარემ, ტონიომ ”ბარსელონას” თავდამსხმელებს ბევრი მომენტი არ გამოაყენებინა და გუნდმა ბოლოს მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ”ბარსას” ქომაგებეს შარშან” ”ნოუ კამპზე” გამართულ შეხვედრაში ხავი ვარასის თამაში არ დაავიწყდებათ. შაბათს კი გუნდი კიდევ ერთ ცნობილი მეკარეს, ანდრეს პალოპი. ”სევილიას” მეკარეს შესანიშნავი სტარტი აქვს და ბოლო 3 შეხვედრაში მას გოლი არ გაუშვია. ”სევილია” პრიმერას საუკეთესო გუნდი ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლით, 5 შეხვედრაში მათ მხოლოდ 2 ბურთი გაუშვეს.

 

დაუმარცხებელი 4 წელია

 

მიუხედავად იმისა, რომ ”პისხუანზე” ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფეროა ”სევილიას” გულშემატკივრებს ”ბარსას” დამარცხება 4 წელია არ უზეიმიათ. მას შემდეგ, რაც გუნდი პეპ გვარდიოლამ და ტიტო ვილანოვამ ჩიაბარეს, 2008 წლის ზაფხულიდან ”ბარსელონა” ყოველთვის დაუმარცხებელია სტუმრად ”სევილიასთან”. გვარდიოლას ერის პირველი მატჩი ”პისხუანზე” 0:3 დასრულდა. შემდეგი თამაშები კი ასე დასრულდა: 2:3 (2009/10 წელი), 1:1 (2010/11) და 0:2 გასულ სეზონში.

 

ნეგრედო ფორმაშია

 

ასევე გუნდმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ალვარო ნეგრედოს. ესპანელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 3 გოლის გატანა მოახერხა და ყოველთვის სახიფათოდ მოქმედებს მეტოქის საჯარიმოში.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია