მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკი საკუთარ პრე-სეზონს იწყებს

ერიკი საკუთარ პრე-სეზონს იწყებს

 

ყოველ დღე ერიკ აბიდალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უკეთესი შედეგები ფიქსირდება. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, ფრანგი აგრძელებს აღდგენით პროცესს და მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი მცირდება. 1 თვის წინ ერიკმა თქვა, რომ მოედანზე დაბრუნებას დეკემბრის თვეში გეგმავდა, გუშინ კი ჩავიმ განაცხადა, რომ ერიკი ნოემბერში დაბრუნდება.

 

შესამჩნევი გაუმჯობესება

 

უკანასკნელ დღეებში ერიკ აბიდალს გამოკვლევები ჩაუტარა ფიზ-მომზადების მწრთნელმა და დადგინდა, რომ ის ძალიან კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია. მისი ორგანიზმი შესამჩნევ გაუმჯობესებას განიცდის.

 

”ბარსელონას” სამედიცინო და სამწრთნელო შტაბმა გეგმების შეცვლა გადაწყვიტეს. ისინი თავდაპირველ გეგმას აღარ გაჰყვებიან. უკვე არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე კვირაში, ფიზიკური კონდიციების კიდევ უფრო გაუმჯობესების შემდეგ ერიკ აბიდალი სავარჯიშო დარბაზიდან ”სიუტატ ესპორტივას” მოენადზე გადავიდეს. თავდაპირველად ფეხბურთელი მოედანზე ვარჯიშს განცალკევებით დაიწყებს.

 

ამგვარად ერიკ უკვე საკუთარ პრე-სეზონს იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შორს არ არის ის დღე, როცა საფეხბურთო მოედანზე კვლავ შეაბიჯებს ერიკ აბიდალი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში