ლონდონის ”არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი წარმატებებს უსურვებს ყოფილ შეგირდს, ალექს სონგს, რომელიც ”ბარსელონაში” გადაბარგდა.
ნომინალურ ნახევარმცველს, რომელიც ჩამშლელის პოზიციაზე თამაშობს არსენ ვენგერის აზრით ”ბარსელონაში” ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშს შეძლებს.
”სონგი ახალ გუნდში წარმატებას მიაღწევს და რაღაც მკარნახობს, რომ ”ბარსელონაში” ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშებს. ჩემი აზრით ალექსი ამ პოზიციაზე თამაშს თავს კარგად გაართმევს” – განაცხადა არსენ ვენგერმა.