3 რთული შეხვედრა 9 დღეში

3 რთული შეხვედრა 9 დღეში

 

”ბარსელონას” პირველი გუნდი ამჟამად კონცენტრირებულია შაბათს, ”სანჩეს პისხუანზე” გასამართი შეხვედრისთვის. ტიტო ვილანოვას გუნდს კი ”სევილიას” გარდა მომდევნო კვირაში 2 რთული შეხვედრა ელის წინ. სამშაბათს, 2 ოქტომბერს ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაუპირისპირდება ”ბენფიკას”, 7 ოქტომბერს კი ”ნოუ კამპზე” კლასიკო გაიმართება. ”ბარსელონასთვის” წინ ძალიან საინტერესო დღეებია.

 

გუნდი ”სევილიასთან” შეხვედრის წინ პრიმერაში 100 პროცენტიანი შედეგით მიდის, 5 შეხვედრაში 5 გამარჯვება. მე-6 ტურში აღებული 3 ქულა კი გუნდის საუკეთესო მაჩვენებლის განმეორება იქნება, რომელიც ბოლოს 2009/10 წლის სეზონში, პეპ გვარდიოლას დროს გაიმეორა ”ბარსელონამ”. პეპისთვის ის მეორე სეზონი იყო, რომელიც რეკორდული 99 ქულით დასრულდა ლა ლიგაში. გასულ სეზონში ანდალუსიაში ”ბარსელონამ” 2:0 იმარჯვა, გოლები ლეო მესიმ და ჩავი ერნანდესმა გაიტანეს.

 

ორშაბათს ლისაბონი

 

დასვენებისთვის დრო არ არის. ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ გუნდი ლისაბონში ორშაბათს გაფრინდება, სადაც სამშაბათს, ”ბენფიკას” წინააღმდეგ გაიმართება შეხვედრა. ”ბარსამ” ლისაბონში ბოლოს 2006 წელს ითამაშა. მატჩი 0:0 დასრულდა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში ”ბარსამ” 2:0 იმარჯვა. ამის შემდეგ გუნდი 1/2 ფინალში ”მილანს” დაუპირისპირდა, ფინალში კი კატალონიელებმა ლონდონის ”არსენალი” დაამარცხეს.

 

მესამე შეხვედრა კი ელ კლასიკოა. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ”რეალმა” კატალონიის დედაქალაქი მოინახულა. ეს ესპანეთის სუპერთასის ეგიდით გამართული შეხვედრა იყო, რომელშიც ”ბარსელონამ” 3:2 იმარჯვა. გოლები პედროს, მესის და ჩავის ანგარიშზეა. თუკი ტიტო ვილანოვას გუნდი მოახერხებს ”სევილიას” და ”რეალის” დამარცხებას, მაშინ ”ბარსელონა” ახალ რეკორდს დაამყარებს და პრიმერას სტარტზე ზედიზედ 7 გამარჯვება ექნება მოპოვებული.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია