როგორც უკვე ცნობილია “ბარსელონამ” “სანტოსთან” ნეიმარის თაობაზე შეთანხმებას უკვე დიდი ხანია მიაღწია, ტრანსფერში კატალონიური კლუბის მხრიდან 58 მილიონი იქნება გადახდილი.
ამ დღეებში ბრაზილიელის გადაბირება ფრანგულმა “პსჟ”-მ სცადა, თუმცა “სანტოსისგან” უარი მიიღო. ბრაზილიური გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” შეთანხმებულნი არიან.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, კატალონიური და ბრაზილიური კლუბების შეთანხმებაში გათვალისწინებულია ერთი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ ნეიმარი სხვა კლუბში წავა და არა “ბლაუგრანაში”, “სანტოსი” იძულებული იქნება 40 მილიონი გადაიხადოს სანქციის სახით. ეს ინფორმაცია ესპანურმა გაზეთმა Sport-მა დაადასტურა.
შეგახსენებთ რომ ნეიმარს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. ადრე საუბარი იყო იმაზეც, რომ ბრაზილიელი “ბარსელონას” 2013 წლიდან შეუერთდებოდა.