მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი ვარჯიში ”სევილიასთან” მატჩამდე

პირველი ვარჯიში ”სევილიასთან” მატჩამდე

 

დღეს გუნდი 2 დღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა. ფეხბურთელები მზადებას ”რამონ სანჩეს პისხუანზე” გასამართი შეხვედრისთვის გადიან, რომელიც შაბათს გაიმართება. შემდეგ კვირას გუნდს ასევე ელის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ”ბენფიკასთან” და პრიმერას მე-7 ტურის მატჩი მადრიდის ”რეალთან”.

 

”სიუტატ ესპორტივაზე” გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა პირველი გუნდის მწყობრში მყოფმა ყველა ფეხბურთელმა მიიღო. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 2 ფეხბურთელი იმყოფებოდა (კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო).

 

ადრიანომ განცალკევებით ივარჯიშა

 

ბრაზილიელი მცველი, რომელიც ”გრანადასთან” მატჩში კუნთის ტრავმის გამო შეცვალეს განცალკევებით ვარჯიშობდა. მან მხოლოდ ვარჯიშის ნაწილი გაატარა თანაგუნდელებთან ერთად. პუიოლი, პიკე და ინიესტა დარბაზში ვარჯიშობდნენ, ისინი აგრძელებენ აღდგენითი პროგრამით ვარჯიშს. შემდეგ სავარჯიშო სესია ხვალ, დილი 10 საათზე გაიმართება.

 

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=fELyvJLn8aI]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში