workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პლასა: “ბარსელონამ” დამსახურებულად გაიმარჯვა”

პლასა: “ბარსელონამ” დამსახურებულად გაიმარჯვა”

“ხეტაფეს” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსია პლასამ აღიარა და განაცხადა, რომ გუშინდელ მატჩში “ბარსელონა” საოცარ უპირატესობას ფლობდა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, ცენტრიდან ბურთის გათამაშება კი ოთხჯერ მოუწიათ. 

“ბარსელონამ” უკეთ ითამაშა, აქ მეტი არაფრის დამატება არ შეიძლება. ამ სეზონში ჩვენ გადავწყვიტეთ კატალონიელების წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთზე გაგვეკეთებინა აქცენტი. “ბარსა” იმსახურებს ამ გამარჯვებას, ჩვენ შესვენებამდე კარი მშრალად რომ შეგვენახა, ალბათ უფრო მეტი შანსები გვექნებოდა. 

 

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გავუშვით გოლები მას შემდეგ, როდესაც გატანა ჩვენც შეგვეძლო” – განაცხადა პლასამ. 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward