იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა ისაუბრა იმაზე, თუ ვინ იყო მისთვის ყველაზე კომფორტული მწვრთნელი თავის საფეხბურთო კარიერაში.
“ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი ფრენკ რაიკარდი იყო. მან მე ბევრი სასარგებლო რამ მომცა, მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი. არცერთ მწვრთნელთან არ მქონია ისეთი ბრწყინვალე ურთიერთობა, როგორიც მასთან.
ადრე არც კი შემეძლო ჩემი თავი სხვა კლუბში წარმომედგინა, მხოლოდ “ბარსელონა”. ამ კლუბში მე 12 წელი გავატარე. ახლა კი მე მადლობელი ვარ ღმერთის, რადგან მომეცა შესაძლებლობა იტალიაში მეთამაშა” – ციტირებს ბოიანის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.



