“ბარსელონას” მცველი, ხორდი ალბა მადლობელია “სპარტაკის” დამრიგებლის, უნაი ემერის და აცხადებს, რომ მან მისი საფეხბურთო კარიერა შეცვალა, იტყობინება ესპანური პრესა.
“ემერი ის ადამიანია, რომელმაც ჩემი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალა, მე უკვე მომიწია “ბარსელონას” დატოვება, მაშინ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ “ვალენსიაში” ბევრი ვისწავლე და დღეს უკვე ისევ “ბარსელონელი” ვარ, ეს ყველაფერი კი ემერის დამსახურებაა” – განაცხადა ალბამ.
შეგახსენებთ, რომ ალბა სწორედ მაშინ თამაშობდა “ვალენსიაში”, როცა გუნდს უნაი ემერი წვრთნიდა, ერთხელაც ემერიმ ალბა ფლანგზე ათამაშა, ახალგაზრდა მცველს პოზიციის ათვისება არ გასჭირვებია და “ვალენსიაშიც” ხშირად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ალბა ესპანეთის ნაკრების ძირითადი ფეხბურთელიც გახდა, რომელმაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო. დელ ბოსკესთვის დღესდღეობით ალბა გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

