კვირის მეორე სესია დღეს, ”სიუტატ ესპორტივაზე” გაიმართა. ვარჯიშზე პირველი გუნდის 5 ფეხბურთელი იმყოფებოდა: პუიოლი, პინტო, ტიაგო, დოს სანტოსი და ფონტასი. მათ ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები შეუერთდნენ. სესიაზე არ იმყოფებოდა ტიტო ვილანოვა, რომელიც ელიტური მწვრთნელების შეხვედრაზე გაემგზავრა ნიონში.
პუიოლმა, რომელმაც სახის ძვალი ”ოსასუნასთან” შეხვედრაში მოიტეხა ვარჯიში დამცავი ნიღბით ჩაატარა. 15 სექტემბერს, ”ხეტაფესთან” შეხვედრაში თამაშის შემთხვევაში კაპიტანს მოედანზე ამ ნიღბით გასვლა მოუწევს.
შემდეგი სავარჯიშო სესია ხვალ დილით, კვლავ ”სიუტატ ესპორტივაზე” ჩატარდება. ვარჯიშს ნაკრებში გამოძახებული 17 ფეხბურთელი დააკლდება.


