“ბედნიერი კაცის კარს უკან ყოველთვის უნდა იდგეს ადამიანი, რომელიც ჩაქუჩით ხელში გამუდმებით ურტყამს კარზე და ახსენებდეს ყველას, რომ ბედნიერებას ხშირად უიღბლობაც მოჰყვება” ა. ჩეხოვი.
ამბობენ, რომ მარცხი იგივეა რაც უბედურება, ან უიღბლობა. ისინი ყოველთვის განსხვავდება. აი გამარჯვება – ეს გამარჯვებაა, სიხარული, რომელიც ყველასთვის ერთნაირია. მაგრამ როდესაც საუბარია “ელ კლასიკოზე”, აქ ანგარიშს ნაკლები ყურადღება ექცევა. აქ ხედვა ხარისხზეა გამახვილებული. როდესაც საზღვარი მარცხსა და დამცირებას შორის არ არსებობს. როდესაც პატივისცემას უპატივისმცემლობა ფარავს. როდესაც გამარჯვება არა სასურველი, არამედ სავალდებულოა. დავალება – განადგურება.
ის ყოველთვის სხვანაირად წყდება. გამარჯვება შესაძლოა იყოს შემთხვევითი, დამსახურებული ან ძალზედ იოლი. მაგრამ მაშინ, როდესაც გრძნობ დომინირებას, ეს ყველაფერი დიდებულად გეჩვენება. მოხდა ეს კი სუპერთასზე? თვითონ შეაფასეთ, არ მინდა გამოიხატოს რაიმე მიკერძოება ჩემი მხრიდან. თუმცა სისულელე იქნება იმის მტკიცება, რომ ბოლო ელ კლასიკოები წააგავდა ნამდვილი გრანდების დაპირისპირებას, როგორც ეს ხდებოდა რამდენიმე წლის წინ.
სამეფო კლუბს აღარ აქვს ჩამოუყალიბებლობის კომპლექსი. ფსიქოლოგიური პრობლემა წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ვიხილეთ მოურინიოს “რეალი”. ის, რომელიც მას ყოველთვის შეეძლო შეექმნა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია? არაა საჭირო იმის ძახილი, აი მესის ბოლო წუთებზე ძელისთვის რომ არ მოერტყა, ან პედროს 1-1 ზე რომ გოლი გაეტანა.
გუარდიოლასა და მოურინიოს დუელი ნელ-ნელა ტრანსფორმირდება ვილანოვასა და მოურინიოს დუელად. ის ვინც ვილანოვას მაინც აყენებს გუარდიოლას ჩრდილში და გაიძახის: “გვიშველე პეპ! გვიშველე!”, შეუძლიათ შეეშვან ფეხბურთის ყურებას. ტიტოსა და ჟოზეს ხსენებისას, თავში უმალვე მომდის სურათი: როდესაც რინგზე ასპარეზობენ გამოცდილი და ძლიერი ბოქსიორი და მისი მოწინააღმდეგე, რომელიც არის ახალი, იმედის მომცემი და პერსპექტიული.
სიმართლე გითხრათ აქ კვალიფიკაცია არაფერშუაშია. უბრალოდ ვილანოვას “ბარსელონა” სულ სხვაა. ეხლა ამ კლუბში ერთდროულად მიმდინარეობს ჩამოყალიბების პროცესები. ეს გუნდი უფრო მოტივირებულია, ამაში კი დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ პეპის შარშანდელ “ბარსას”.
თითქოს “რეალმა” შეძლო “ბარსელონას” სისტემის გატეხვა და მისი გუნდური თამაშის დარღვევა. არა უბრალოდ მათ გამოთიშეს კატალონიელების რამდენიმე მთავარი ფიგურა: მესი, ხავი, ინიესტა. აღარ გამოიყენეს “ავტობუსის პრინციპი კართან”. ამასთან ერთად მადრიდელებმა მოედანზე აამოქმედეს რონალდო, რომელმაც სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო, იოზილი, რომლის ფლანგზეც რამდენიმე წუთით შემოსულმა მოდრიჩმა გაცილებით უკეთ ითამაშა, პეპე, რომელსაც სავარაუდოდ წაადგა თავის ტრავმა და იგუაინი, რომელშიც რაღაც კეთილშობილების გრძნობამ გაიღვიძა.
“რეალმა” “ბარსელონა” ბერნაბეუზე გაანადგურა? თუ შური იძიეს შარშანდელი ოქტომბრის კლასიკოსთვის? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ბოლო თამაშმა ბერნაბეუზე დაგვანახა რეალობა. “ბარსელონას” ერთი წამითაც არ შეუწყვეტია “ბარსელონად” ყოფნა, ამიტომ მეორე ტაიმში მოედანზე გაცილებით მისაღები სურათი ვიხილეთ. დიდი კითხვის ნიშანი შეგვიძლია დავასვათ იმას, თუ როგორ განვითარდება ამ მატჩის შემდეგ “რეალი”?
აპრილში მადრიდელები გაიძახდნენ, რომ მათ ეს შეძლეს, გამოგვტაცეს გამარჯვება. თუმცა ანალოგიური ჯერ კიდევ იანვარში შეეძლოთ, მაგრამ “რეალმა” შეანელა მოქმედება. მიიწევდა იმისაკენ, რაც მოხდა ბოლო კლასიკოზე.
“რომ არა ვალდესი” შესაძლოა მოგვეგო სუპერთასი. არა ეს ასე არაა, “რომ არა ვალდესი” შესაძლოა ბერნაბეუზე გაცილებით დიდი ანგარიშით დავმარცხებულიყავით.
და ყველაზე გემრიელი. ყველაზე კარგი მომენტი მადრიდელებისთვის, იკერ კასილასისთვის ქვემოდან ზემოთ ყურება, თუ როგორ იქნევს ის მოგებულ თასს. ფილმი “გლადიატორიც” კი ვერ შეედრება ამას. ასე რომ ვინც თვლის, რომ “კლასიკო უკვე მოსაბეზრებელია” ან “კლასიკო გონებრივად ჩამორჩენილებისთვისაა”, ვურჩევ დაფიქრდეს ამაზე და თუკი უყვარს ფეხბურთი, უმალვე შეიცვალოს მოსაზრება.
მოურინიოს გამოუვიდა, მან შეძლო და თავიც შეიკავა. ვილანოვა “დაეშვა”, თუმცა არ წაქცეულა. ყველაფერი წინაა და “ბარსელონა” თავის სათქმელს კიდევ ბევრჯერ იტყვის.



