ესპანური პრესის ინფორმაციით 2013/14 წლის ესპანეთის სუპერთასის გათამაშება ჩინეთში ჩატარდება. ასეთი გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო პრეზიდენტ ანხელ მარია ვილარის მეთაურობით.
აღსანიშნია, რომ ვილარის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ მადრიდის ”რეალის” და ”ბარსელონას” უკმაყოფილება გამოიწვია. ეს კლუბები შეიძლება იმაზეც წავიდნენ, რომ ტურნირს ბოიკოტი გამოუცხადონ, თუკი ამ მატჩის მონაწილეები გახდებიან. ბოიკოტი იმაში გამოიხატება, რომ მოედანზე სარეზერვო გუნდის ფეხბურთელები გავლენ.
”რეალის” და ”ბარსელონას” უკმაყოფილება ფინანსური სარგებელის შემცირებამ გამოწვია. კლუბები მიიჩნევენ, რომ ერთი მატჩის ჩატარებით კლუბები ნაკლებ შემოსავალს მიიღებენ.


