workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის მოლოდინში

დღეს ღამით მონაკაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. უკვე ცნობილი იმ 32 გუნდის ვინაობა, რომლებიც 2012/13 სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებენ. ამ გუნდებიდან 12 ტიტულის მფლობელია, ხოლო 3 დებიუტანტი. ეს 32 გუნდი 4 კალათაში გადანაწილდნენ კოეფიციენტების მიხედვით.

პირველი კალათა: ”ჩელსი”, ”ბარსელონა”, ”მანჩესტერ იუნაიტედი”, ”ბაიერნი”, ”რეალი”, ”არსენალი”, ”პორტუ”, ”მილანი”.

მეორე კალათა: ”ვალენსია”, ”ბენფიკა”, ”შახტარი”, ”ზენიტი”, ”შალკე”, ”მანჩესტერ სიტი”, ”ბრაგა”, ”დინამო კიევი”.

მესამე კალათა: ”ოლიმპიაკოსი”, ”აიაქსი”, ”ანდერლეხტი”, ”იუვენტუსი”, ”სპარტაკი”, ”პსჟ”, ”გალათასარაი”, ”ლილი”.

მეოთხე კალათა: ”სელტიკი”, ”დორტმუნდის ბორუსია”, ”ბატე”, ”დინამო ზაგრები”, ”კლუჟი”, ”მალაგა”, ”მონპელიე”, ”ნორდსიელანდი”.

შეგახსნენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები არ ხვდებიან, ამიტომაც ”ბარსას” ვერ დაუპირისპირდებიან ”რეალი”, ”ვალენსია” და ”მალაგა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward