მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 სიმართლე გითხრათ “ბარსელონამ” მართლაც კარგად ითამაშა. მიზეზი კი რატომაც გავუშვით 2 გოლი, იყო დაცვა. ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, მოედანზე დანი ალვეში რომ გამოსულიყო. თამაშამდე რამდენიმე წუთით ადრე მან კუნთებში ტკივილი იგრძნო და ტიტომაც აღარ გარისკა. მოიგეთ, კი გაგიხარდათ, მაგრამ ვაი ეგეთ გახარებას. ჯერ ერთი 2008 წლიდან თქვენივე მოედანზე ვერ გვამარცხებდით, ვერც “კამპ ნოუზე” ბრწყინავდით გუარდიოლას ერადან მოყოლებული დღემდე.  პირველი რაზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, ადრიანოა. მას მოუწია მარჯვენა ფლანგზე თამაში, სადაც “დარბის” რონალდო. ალვეშს და პიკეს პორტუგალიელი კარგად ჰყავთ “დამუშავებული”, ვინაიდან როდესაც ის მოდის შეტევაზე, ერთი მეორეს აზღვევს და რონალდოსაც ნაკლები შანსი რჩება. აქ კი ადრიანო, რომელიც მარჯვენა ფლანგზე გამოუცდელია. თანაც როდესაც მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე იგებ, რომ ძირითადში მოგიწევს თამაში, ელემენტარული მოტივაციაც არ გაქვს ჯერ. მოკლედ პირველ ტაიმში, დასაწყისში დაცვა ჩავარდა, რის შედეგადაც მივიღეთ ორი გოლი. ამას მოჰყვა ადრიანოს წითელი ბარათი. სიმართლე გითხრათ უკვე ვფიქრობდი, რომ დიდი ანგარიშით არ წაგვეგო. მაგრამ “ბარსა” რის “ბარსაა”, რომ თავისი თამაში არ აჩვენოს მოწინააღმდეგეს. დაახლოებით 25-30 წუთიდან “ბარსელონამ” ნაწილობრივ დაიბრუნა დომინირება ბურთზე, ეს ხდება 10 კაცით. დაცვაც თითქოს გონს მოვიდა და უკეთესად ათამაშდა. მასკერანო, რომელიც პირველი წარუმატებელი წუთების შემდეგ, ფანტასტიურად ამოქმედდა, კედელივით იდგა და თავის ხაზზე აღარავის ატარებდა. ამასთან ერთად ის აკეთებდა შესანიშნავ გადაცემებს და გარღვებებს. ანალოგიურს ვიტყვი პიკეზე, რომელიც ხშირად მიდიოდა შეტევაში. ხორდი ალბა, რომელსაც მთლიანი მარცხენა ფლანგი გადაეცა. როდესაც მესიმ გოლი გაიტანა, თანაც ძალიან ლამაზი, თითქოს რაღაც იმედი მომეცა. მივხვდი, რომ ამ თამაშში ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. მესის გოლიდან იყება ნამდვილი თამაში, რომელსაც აკონტროლებენ კატალონიელები. 10 კაცით “რეალთან” თამაში არც თუ ისე ადვილია, მაგრამ “ბარსელონა” 10 კაცითაც შესანიშნავად გამოიყურებოდა გუშინ. თითქოს თამაში ნამდვილ “კლასიკოს” დაემსგავსა. იყო უამრავი მომენტი, როგორც “ბარსელონას”, ისე “რეალის” მხრიდან. თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე ტაიმში 10 კაციანმა “ბარსამ” აჯობა “რეალს”. კი მოიგეთ 2-1, სხვაობის შედეგად კი აწიეთ ესპანეთის სუპერთასი. თასი, რომელიც თქვენივე “ჟ.მოუს” თქმით არაფერს ნიშნავს. რაღაც შეგეშალა მოუ? მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე პორტუგალიელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სუპერთასი მისთვის არაფერს ნიშნავს. თუმცა ძალიან გახარებულმა კი აღნიშნა მისი მოგება. რაც მოხდა მოხდა, წინ კიდევ უამრავი კლასიკოა და ვუგულშემატკივროთ “ბარსელონას” ბოლომდე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში