მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დასრულდა კიდევ ერთი კლასიკო. კლასიკო, რომელიც უკანასკნელი წლებისთვის უჩვეულოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მატჩის პერიპეტიების დაწვრილებითი განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან ალბთ ისედაც იხილა გულშემატკივართა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. შევჩერდეთ მხოლოდ რამდენიმე საკვანძო და ყურადსაღებ საკითხზე.

ფეხბურთელების მოედანზე გამოსვლასთან ერთან ცხადი გახდა რომ რაღც ვერ იყო რიგზე და მატჩი მოსალოდნელზე რთული გამოდგებოდა. მიზეზი მარტივია: გაუგებარი მიზეზების გამო შემადგენლობაში ვერ მოხვდა კატალონიელთა უცვლელი მარჯვენაფლანგელი დანი ალვეში. ეს ამბავი თითქოს არ მოასწავებდა სამყაროს დასასრულს, მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა (დაცვის არეული თამაში და ადრიანოს წითელი) სწორედ ალვეშის არყოფნამ შეიტანა უდიდესი წვლილი იმაში, რომ კატალონიელებმა მატჩის შუაწელამდე თავიანთი ფეხბურთი ვერ ითამაშეს. 2 ბურთით ჩამორჩენილმა და 10 ფეხბურთელის ამარა დარჩენილმა “ბარსელონამ” შეძლო და არათუ “მეტის არგაშვებაზე” ზრუნვა, არამედ შეტევები დაიწყო. კატალონიელებმა გამოიჩინეს უმაგალითო თავდადება და მაღალი კლასი, რის შედეგადაც აგრერიგად ახლოსაც იყვნენ მიზანთან, მაგრამ ამ დრეს პედროს, ალბას, მესის და მონტოიას ბედმა ზურგი აქცია.

ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ მატჩს. მოდით, ახლა შევეხოთ რამდენიმე “თამაშგარე” თემასაც, სახელდობრ კატალონიელების ქცევას თამაშს მიღმა. ალბათ გახსოვთ მსგავს შემთხვევაში (წითელი აბრათის ან პენალტის) რა ამბავს ტეხავდა ხოლმე მადრიდული ინჩადა და ოფიციოზი, რაც არ უნდა დამსახურებული ყოფილიყო მსაჯის სასჯელი: წითელი ბარათი ნიშნავს, რომ გუნდი დაჩაგრეს! მაგრამ არა, “ბარსას” არცერთ ფეხბურთელს არ დასცდენია მსგავს საკითხზე საწუწუნო სიტყვები. ეს ერთი დიდი განსხვავებაა.

და ბოლოს ფაქტი, რომელიცძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს:
ბარსელონას ყველა ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე დარჩა და არ გასულა დაჯილდოვების ცერემონიალისას, მაშინ, როდესაც შარშან მადრიდელებმა სასტვენს გაასწრეს. ეს არის განსხვავება, ეს არის ღირსება, ეს არის ბარსელონა!

თორნიკე რაზმაძე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში