workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ელ კლასიკოს” დროს ჰაკერებმა ფეხბურთელების “Twitter”-ები გატეხეს

“ელ კლასიკოს” დროს ჰაკერებმა ფეხბურთელების “Twitter”-ები გატეხეს

 იმ დროს, როდესაც “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთში არკვევდნენ საქმეებს, ბევრი მიკრობლოგი, რომლებიც ეკუთვნოდათ ფეხბურთელებს Twitter-ის ბაზაზე, ჰაკერების მიერ იქნა გატეხილი.

 ცნობილი ფეხბურთელების სახელით, იწერებოდა არც თუ ისე კარგი სტატუსები, აქედან უმეტესობა მიმართული იყო მადრიდის “რეალის” ფორვარდ – კრიშტიანუ რონალდოსაკენ. 

 ჰაკერებმა შეძლეს შემდეგი ფეხბურთელების Twitter-ების გატეხვა: დანი ალვეში და ხავიერ მასკერანო (ორივე – “ბარსელონა”), დავიდ დე ხეა და უეინ რუნი (ორივე – “მანჩესტერ იუნაიტედი”), იკერ მუნიაინი (“ატლეტიკი”), სერხიო აგუერო, სამირ ნასრი (ორივე – “მანჩესტერ სიტი”), ჯოვანი დოს სანტოსი (“ტოტენჰემი”), ჩარლი ადამი (“ლივერპული”) და სხვები.

 გთავაზობთ ფოტომასალას გატეხილი Twitter-ებიდან დაწერილი სტატუსებისა.

 ეს არის იმ სტატუსების ნაწილი, რომლებიც ჰაკერების მიერ იწერებოდა, უმეტესობა დაზარალებულმა უკვე მოასწრო თავისი “ტვიტების” გასუფთავება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward