მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ არ გამოვიდა დანი ალვეში მოედანზე ძირითად შემადგენლობაში

რატომ არ გამოვიდა დანი ალვეში მოედანზე ძირითად შემადგენლობაში

 როდესაც “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა მატჩის განაცხადი “რეალთან”, კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაში დანი ალვეშიც იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბრაზილიელი მოედანზე არ გამოვიდოდა. როგორც კი ფეხბურთელები მოედანზე გამოჩნდნენ, ნათელი გახდა, რომ დაცვაში ფლანგებზე ადრიანო და ხორდი ალბა ითამაშებდნენ.

 ასევე სათადარიგოზე იჯდა ფლანგის მცველი მარტინ მონტოია. თამაშის მიმდინარეობისას მოხდა ძალზედ ცუდი ფაქტი, ადრიანომ მიიღო წითელი ბარათი და “ბარსა” 10 ფეხბურთელით დარჩა.

 როგორც Sport.es იტყობინება, დანი ალვეშმა მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე იგრძნო ტკივილები კუნთებში. მას აწუხებდა მარცხენა ფეხის ბარძაყიც. სავარაუდოდ ტიტო ვილანოვამ არ გარისკა და ბრაზილიელი მოედანს მიღმა დატოვა. რამდენად მძიმე იქნება ალვეშის ტრავმა, ამას მატჩის შემდეგ, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთანავე გავიგებთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში