მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედროს ”რეალისთვის” გატანა უყვარს

პედროს ”რეალისთვის” გატანა უყვარს

პედროს ”რეალთან” გოლის გატანის პრობლემა არ აქვს. 2009/10 სეზონიდან მან 12-ჯერ მიიღო მონაწილეობა კლასიკოში, აქედან 5-ჯერ ის მოედანზე სათადარიგო სკამიდან შევიდა. ამ დროის განმავლობაში მან 5-ჯერ აიღო მეტოქის კარი. ბოლო გოლი ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში გარდამტეხი იყო რონალდოს გოლის შემდეგ.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ტიტულისთვის ბრძოლაში

პირველი გოლი პედრომ ”რეალს” 2009/10 სეზონში, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაუტანა. 32-ე წუთზე ლეო მესის გოლის შემდეგ პედრომ 56-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. ამ გამარჯვებით გუნდმა სატურნირი მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული პეპ გვარდიოლას გუნდს ერგო.

გოლი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში და საგზური ფინალში

2010/11 სეზონში პედრო ”ნოუ კამპზე” ბრწყინვალე მატჩში ითამაშა, სადაც 5 გოლიდან მის ანგარიშზე მეორე ბურთია. ”რეალის” კარი მის გარდა ჩავიმ, ვილიამ (2) და ჟეფრენმა დალაშქრეს. საბოლოო ანგარიში 5:0, რომელიც ისტორიაში დარჩება. იმ სეზონში პედრო 4 კლასიკოში ითამაშა: ”ნოუ კამპზე” ლა ლიგაში, სამეფო თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის ორ შეხვედრაში.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში პედრომ ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა. ის შეხვედრა 1:1 დასრულდა. ეს ანგარიში გუნდს ფინალში გასვლის საშუალებას აძლევდა. გუნდმა ითამაშა ”უემბლიზე”, სადაც ”მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა.

მე-17 ნომერმა ასევე 2011/12 სეზონის ერთ-ერთ კლასიკოშიც მოახერხა თავის გამოჩენა. სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში პედრომ შეხვედრაში ანგარიში 43-წ წუთზე გახსნა. მატჩი 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც გუნდი შემდეგ ეპატზე გავიდა. საბოლოოდ გუნდმა სამეფო თასის ტიტულის მოპოვება შეძლო.

ყველაზე ახალი გოლი

ბოლო გოლი ”რეალთან” პედრომ გასულ ხუთშაბათს, ესპანეთის სუპერთასის მატჩში გაიტანა. იმ შეხვედრაში ”ბარსას” მხრიდან გოლები მესიმ, ჩავიმ და პედრომ გაიტანეს. მოურინიოს გუნდიდა თავის გამოჩენა რონალდომ და დი მარიამ შეძლეს. თუკი ტიტო დღეს კვლავ ენდობა პედროს, ფეხბურთელი სტატისტიკის გაუმჯობესებას შეეცდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში