მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საინტერესო ფაქტები დღევანდელ “ელ კლასიკოზე”

საინტერესო ფაქტები დღევანდელ “ელ კლასიკოზე”

 გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს დღევანდელ “ელ კლასიკოზე”.

 – მესი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო ესპანეთის ოთხ სუპერთასში გოლის გატანა (“ატლეტიკო”, “სევილია” და ორჯერ “რეალი”)
 – მესი და ალვეში არიან ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო 7 კლასიკოში ბერნაბეუზე მიიღეს მონაწილეობა.
 – მესი ესპანეთის სუპერთასის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე უკვე 9 გოლია.
 – ხავის შეუძლია გაზარდოს მის მიერ ჩატარებული კლასიკოების რიცხვი 34-მდე. თუკი დღეს პუიოლი გამოვა მოედანზე, მისი ჩატარებული კლასიკოების რიცხვი 32-ს მიაღწევს და სტატისტიკაში ის სეგარის მაჩვენებლებს გადაასწრებს.
 – გამარჯვების შემთხვევაში, “ბარსელონა” გადაასწრებს “რეალს” საერთო მოგებების რაოდენობაში. ამჯერად ორივე კლუბს 87-87 მოგება აქვს ურთიერთდაპირისპირებებში.
 – თუკი მასკერანო გამოვა მოედანზე, ეს იქნება მისი მეასე მატჩი “ბარსელონას” შემადგენლობაში.
 – ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი არის (ნაკრებში და კლუბში) ხავი (24). მას შემდეგ მოჰყვებიან ინიესტა (22), ვალდესი (21) და პუიოლი (21). “რეალის” რიგებიდან   ყველაზე ტიტულიანი იკერ კასილასია (16).
 – თუკი “ბარსელონა” მოიგებს ამ სუპერთასს, ის გახდება ისტორიაში პირველი გუნდი, რომელსაც ზედიზედ 4-ჯერ ექნება ეს ტიტული მოგებული.
 – სწორედ მესის შეუძლია კლასიკოს საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი ჯერჯერობით სეზარია (14 გოლი), ხოლო “რეალის” საუკეთესო ბომბარდირი – დი სტეფანო (18 გოლი). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში