“ბარსელონას” მცველი კარლეს პუიოლი შეძლებს თამაშს საპასუხო მატჩში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, იტყობინება Marca.
შეგახსენებთ, რომ “ოსასუნასთან” მატჩში ლამამ მას იდაყვი თავში ჩაარტყა და სახის ძვალი გაუტეხა.
“ბარსელონამ” უკვე შეუკვეთა სპეციალური დამცავი ნიღაბი პუიოლისთვის, რათა მან უსაფრთხოდ ივარჯიშოს და ითამაშოს.
მატჩი “რეალი” – “ბარსელონა” გაიმართება 30 აგვისტოს 00:30 საათზე თბილისის დროით.

