“ბარსელონას” ნახევარმცველმა ალექს სონგმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მას მოუწია ლონდონის “არსენალის” დატოვება.
“იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც პრესაში ჩემზე ესეთი რაღაც წავიკითხე. მე მიყვარს “არსენალი” და არ მინდოდა მისი დატოვება. უკვე ნაფიქრი მქონდა, რომ ჩემს კარიერას ლონდონურ კლუბში დავასრულებდი. იმ მომენტში კი სრულიად გადართული ვიყავი ხუთ წლიან კონტრაქტზე, რომელიც “არსენალთან” უნდა გამეფორმებინა. თუმცა ყოველთვის ეს მოლაპარაკებები რატომღაც უქმდებოდა, ან მატყობინებდნენ რომ გადაიდო.
8 თვის მანძილზე ვცდილობდი მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე პასუხად ერთი და იგივეს ვისმენდი: “შენ კიდევ 3 წელი გაქვს კონტრაქტში”. არ მსურდა ფული, ერთადერთი მინდოდა კონტრაქტის გახანგრძლივება და ჩემი მომავლის დაკავშირება საყვარელ კლუბთან. და უცებ, თითქოს არსაიდან, გაჩნდა “ბარსელონას” შემოთავაზება. ჩემი ნახვა სურდა მსოფლიოში საუკეთესო კლუბს, იქიდან გამომდინარე, რომ “არსენალს” არ მოინდომა ჩემი გაჩერება, მეც კატალონიელებს გავყევი და გავაფორმე ხუთ წლიანი კონტრაქტი მათთან.



