მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: ”გუნდი კმაყოფილია იმით, თუ რა თანხა გადავიხადეთ სონგში”

ბართომეუ: ”გუნდი კმაყოფილია იმით, თუ რა თანხა გადავიხადეთ სონგში”

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასის სიტუაციის მსგავსად ”არსენალი” არ აპირებდა ალექს სონგის გაშვებას, თუმცა ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

”ადვილი არ იყო სონგის გადმობირება. ფაბრეგასის მსგავსად საქმე ეხებოდა ისეთ ფეხბურთელს, რომლის დაკარგვაც ”არსენალს” არ სურდა და მასში დიდ თანხას ითხოვდნენ. საბოლოო ჯამში კი ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, თუ რა თანხა დაგვიჯდა ალექს სონგი და სესკ ფაბრეგასი. მოლაპარაკებები ადვილად არ მიმდინარეობდა, თუმცა თავად ფეხბურთელი გამოთქვამდა ”ბარსელონაში” გადმოსვლის სურვილს და ამან საქმე გაგვიადვილა. რთული იყო, თუმცა ყველაფერი სწრაფად დასრულდა, ვიდრე სხვა მოლაპარაკებები” – განაცხადა ბართომეუმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში