workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
პირველი გუნდის ოფიციალური ფოტო “უეფასთვის”

პირველი გუნდის ოფიციალური ფოტო “უეფასთვის”

როგორც იცით, სულ რამდენიმე კვირა დარჩა ჩემპიონთა ლიგის 2012/2013 წლების სეზონის დასაწყებად და კატალონიის “ბარსელონამ” ოფიციალური სურათი გადაიღო საშინაო ფორმებით “უეფასთვის”. გუნდმა ფოტო “სიუდად ესპორტივაზე” გადაიღო შუადღის ვარჯიშამდე. სესიაზე იმყოფებოდა ძირითადის 25 ფეხბურთელი და “ბარსა ბ”-ს ორი წარმომადგენელი: კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო. “ბარსელონას” ახალწველებისათვის, ხორდი ალბასთვის, მარკ ბარტრასთვის და ისააკ კუენკასთვის ეს გახლდათ პირველი ოფოციალური ფოტო. მარტინ მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი კი წინა წლის ფოტოზეც არიან ასახულნი.

 

ტიტო ვილანოვაც პირველად მოგვევლინა სურათში როგორც მთავარი მწვრთნელი. გასული 4 წლის მანძილზე იგი გვარდიოლას ასისტენტი იყო. ფოტოზე პირველად მოხვდნენ ასევე ტიტოს სამწვრთნელო შტაბის წევრები ხორდი როურა და ხოსე რამონ დე ლა ფუენტე.

 

“უეფა” ამ ფოტოს გამოიყენებს საკუთარ საიტზე მთელი წლის მანძილზე პროგრამებისა და მარკეტინგისთვის. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward