გასახდელში გადაღებული სურათები ხშირად დიდ ინტერესს იწვევს გულშემატკივრებში. ასევე ხშირია ფოტოები, რომლებსაც შემდგომ ფეხბურთელები სოციალურ ქსელებზე ტვირთავენ. ხანდახან ხდება ისე, რომ ფეხბურთელები აწყობენ ტურნეს “კამპ ნოუზე”, ანუ ისინი იღებენ სურათებს საინტერესო ადგილებში.
ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს ტურისტებზე, რომლებიც შემდეგ ჩქარობენ იმ ადგილების მონახულებას, რომლებშიც მათ ფავორიტ ფეხბურთელებს სურათები ჰქონდათ გადაღებული. ყველაზე პოპულარული ადგილი რა თქმა უნდა გასახდელია.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლო დროს ეს პროცედურა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, ოთხშაბათს ჩვენ გავიგეთ, თუ ვინ გახდა გასახდელში დავიდ ვილიას მეზობელი. ჟორდი ალბა – ”ბარსელონას” ახალწვეული. “ვარჯიშის შემდეგ ჩემს ახალ თანაგუნდელთან” – ასე დაასათაურა დავიდმა თავისი სურათი Facebook-სა და Twitter-ზე.
ალბათ თქვენც შეამჩნიეთ, რომ ვილიას და ალბას კარადები მეზობლად მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ყოფილი თანაგუნდელი “ვალენსიაში”, დღეს კვლავ გაერთიანდა “ბარსაში”.


